31 ოქტომბერი 2024,   19:07
ვრცლად
"არჩევნების შედეგები გაბათილდება, იქნება ხელახალი არჩევნები და სამშობლო წავა იქით, საითკენაც უნდა მიდიოდეს, ქართველი ხალხის ნება იქნება დაცული" - ნიკა გვარამია

ოპოზიცია საკუთარ გეგმას საზოგადოებას დღეს გააცნობს. სამმა ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა კოალიციამ კონსულტაციები "ძლიერი საქართველოს" ოფისში რამდენიმე საათის წინ გამართა. შეხვედრას არ დასწრებიან გახარიას გუნდის წევრები.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ დღეს საღამოს საზოგადოებას გააცნობენ გეგმებს, მათ შორის ქუჩის აქციებთან, საგარეო აქტივობასთან და მტკიცებულებების წარდგენასთან დაკავშირებით.

"პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი იქნება კარგად. ყველანაირი გეგმა არსებობს, რაღაცები ითქმება, რაღაცები ვერ, მაგრამ ხალხის ჩართულობით, პირველ რიგში, ჩვენ მივაღწევთ შედეგს. არჩევნების შედეგები გაბათილდება, იქნება ხელახალი არჩევნები და სამშობლო წავა იქით, საითკენაც უნდა მიდიოდეს. ქართველი ხალხის ნება იქნება დაცული. მე მინდა ყველას ბოდიში მოვუხადო იმის გამო, რომ აქამდე შეიძლება რამე არ გვითქვამს, მაგრამ ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს, რომ ამ სიტუაციიდან უნდა გამოვიდეთ უშეცდომოდ. სიჩქარის და ემოციების დრო ახლა არ არის," - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ.

დღის ამბები