სერბეთში, რკინიგზის სადგურზე ბეტონის საფარის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ასევე, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, დაღუპულთა შორის ექვსი ან შვიდი წლის ახალგაზრდა გოგონაა. ალექსანდრ ვუჩიჩი იმედოვნებს, რომ დაღუპულთა რიცხვი 14-ს არ გადააჭარბებს.
სამი ადამიანი ამ დრომდე საავადმყოფოშია. მათ შორის ორი ქალია, რომლებიც ნანგრევებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ცოცხლად ამოიყვანეს.
მოსახლეობისადმი მიმართვაში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დამნაშავეები დაისჯებიან.
მთავრობამ, შაბათი - 2 ნოემბერი, ქვეყანაში გლოვის დღედ გამოაცხადა.