14 ნოემბერი 2024,   02:08
ვრცლად
თუ ვინმეს მართლა აინტერესებს არგუმენტების მოსმენა, ეს არგუმენტები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არის ზედაპირზე - საბა ბუაძე

არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიება გრძელდება - ამჯერად პროკურატურაში დაბარებულები არიან თინა ბოკუჩავა და საბა ბუაძე. 

"პროკურატურას ვერ გამოვუცხადებ ვერანაირად ნდობას, იმიტომ, რომ საქართველოში არსებული საგამოძიებო უწყებები, რომლებიც არიან მიკერძოებული და პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი, ვერ გახდებიან მიუკერძოებელი გამოძიების ავტორები, ამისთვის აუცილებელია საერთაშორისო აქტორების ჩართვა გამოძიების პროცესში",  - აცხადებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.

ისინი პროკურატურას უნდობლობას უცხადებენ და მზაობას მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვას აცხადებენ.

"თუ ვინმეს მართლა აინტერესებს არგუმენტების მოსმენა, ეს არგუმენტები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არის ზედაპირზე. ვარ დაბარებული მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოკითხვაზე, სადაც პირადად ვაპირებ, რომ წარვადგინო არაერთი ფაქტი და მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით თუ რაც მოხდა 26 ოქტომბერს, თუმცა ვხედავთ, რომ პროკურატურა დაკავებული არის მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების გამოკითხვით, არც ერთი კითხვა არ გაჩენილა ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე", - აცხადებს "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" საბა ბუაძე.

დღის ამბები