არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიება გრძელდება - ამჯერად პროკურატურაში დაბარებულები არიან თინა ბოკუჩავა და საბა ბუაძე.
"ქართული ოცნების" შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან ის ფაქტი, რომ გამოძიების პროცესში არ ერთვებიან, არის იმის მტკიცებულება, რომ არანაირი ფაქტი არ აქვთ არჩევნების გაყალბების შესახებ, რაც არსებითად შეცვლიდა სურათს.
"ჩვენ ვხედავთ, რომ მათ არანაირი ფაქტი არ აქვთ და შესაბამისად არანაირი სამართლებრივი მტკიცებულება. მათი ნარატივი დაფუძნებულია მხოლოდ მანიპულაციასა და ცრუ ინფორმაციაზე, შესაბამისად ვერანაირი შედეგი ვერ მოყვება მათ მიმართვას ვერც სასამართლოსადმი და ვერც საერთაშორისო სასამართლოებისადმი, ვინაიდან არ მომხდარა არანაირი ისეთი სამართლებრივი დარღვევა არჩევნების დროს, რომელიც პრინციპულად იქონიებდა გავლენას საარჩევნო პროცესის შეფერხებაზე," - აცხადებს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის სპიკერი ვახტანგ ჩოჩია.