ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში, ახალგაზრდების მიერ დამკვიდრებულმა ტრენდმა, რომელიც საწყის ეტაპზე, ადგილობრივი პელმენების საჭმელად შორი გზის დაუზარლად გავლას ისახავდა მიზნად, საბოლოოდ საგზაო კოლაფსი და მოსახლეობის გაღიზიანებაც კი გამოიწვია.
ყველაფერი სოციალურ ქსელში საუზმისთვის პელმენების მოძიებით დაიწყო, თუმცა დასრულდა იმით, რომ ათასობით ველოსიპედისტმა ცენტრალური ჩინეთის ორ უდიდეს ქალაქს შორის მოძრაობა დაბლოკეს.
ის, რაც კაიფენის უძველეს ქალაქში ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის ბიძგი უნდა ყოფილიყო, კრახით შემობრუნდა, როდესაც ტენდენცია ვირუსულად გავრცელდა - ღამით, მეზობელი ქალაქიდან, ათიათასობით ადამიანი ჩამოვიდა ნაქირავები ველოსიპედებით.
ორ ქალაქ შორის არსებული ექვს ზოლიანი ჩქაროსნული ტრასა სწრაფად გაივსო ველოსიპედისტებით, პოლიცია კი მოქალაქეებს ადგილის დატოვებისკენ საყვირებით მოუწოდებდა. ველოსიპედების გაქირავების პუნქტებმა განცხადებები გაავრცელეს, რომ ტრანსპორტის ქალაქიდან გაყვანის შემთხვევაში მათ დისტანციურად დაბლოკავდნენ. აღნიშნული შეკრება ტენდენციის ნაწილად იქცა, როდესაც ახალგაზრდა ჩინელები იაფად მოგზაურობენ ეკონომიკური ვარდნისა და სამუშაო ადგილების სიმცირის პერიოდში.
ყველაფერი დაიწყო ივნისში, როდესაც უნივერსიტეტის ოთხმა სტუდენტმა ველოსიპედით 50 კმ გაიარა მეზობელი ქალაქიდან კეიფენის მიმართულებით, რათა კერძი გუანტანგბაო გაესინჯათ, რომელიც პატარა პელმენებისგან მზადდება.
"ახალგაზრდობას არ აქვს მეორე შანსი, ამიტომ უნდა წახვიდე მეგობრებთან ერთად სპონტანურ მოგზაურობაში", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა სტუდენტმა დაწერა, რომელსაც ახალგაზრდების გამოხმაურება მოჰყვა ქალაქში, რომლის მოსახლეობაც 12.6 მილიონია. სწორედ ამის მერე დაინერგა ტრენდი სოციალური ქსელების მეშვეობით "ღამის მოგზაურობა კაიფენში".
ადგილობრივი მედია თავიდან ახალ ტრენდს იწონებდა და აქებდა კიდეც და ახალგაზრდების ვნების დემონსტრაციად მოიხსენიებდნენ, ხელისუფლებამ კი თავის მხრივ ტრენდად ქცეულ ღამის მოგზაურობაში ქალაქის პოპულარიზაციის შესაძლებლობა დაინახა.
კაიფენში ამ დღეს ფასდაკლებებიც ცხადდებოდა და სხვადასხვა ღონისძიებებაც იგეგმებოდა, მოძრაობის წესებში ცვლილებებიშეიტანეს, რითიც ველოსიპედისტებს იცავდნენ. თუმცა, სასიხარულო განწყობა გაღიზიანებამ შეცვალა, როდესაც გზები მუდმივად ათასობით ველოსიპედით იბლოკებოდა.
სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციით, უქმეებამდე, პარასკევის ღამიდან, გზები 100 000-200 000 ველოდიპედისტით იყო გადატვირთული.