14 ნოემბერი 2024,   05:04
ვრცლად
პავილიონზე წარმოდგენილია ინფორმაცია საქართველოს პროგრესის შესახებ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიმართულებით - ნინო ლაცაბიძე ბაქოში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის შესახებ

გაეროს კლიმატის სამიტი ბაქოში - გახსნის სესიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. ირაკლი კობახიძე მრგვალი მაგიდის ფორმატით მიმდინარე პანელურ დისკუსიაში მონაწილეობს. ლიდერებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მასპინძლობენ.

წელს პირველად არის კონფერენციაზე ქართული პავილიონი - წარმოდგენილია თუ რა ნაბიჯებს დგამს საქართველო კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ.

"პავილიონზე წარმოდგენილი არის როგორც ინფორმაცია სხვადასხვა დაცული ტერიტორიების, ასევე სხვადასხვა ტურისტული სანახაობების შესახებ, მათ შორის საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიმართულებით და ყოველდღიურად მრავალი ვიზიტორი სტუმრობს ჩვენს პავილიონს და ეცნობიან საინფორმაციო მასალას, ინფორმაციას საქართველოს შესახებ", - აცხადებს გარემოს დაცვის სმინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნინო ლაცაბიძე.

 

 

დღის ამბები