გაეროს კლიმატის სამიტი ბაქოში - გახსნის სესიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. ირაკლი კობახიძე მრგვალი მაგიდის ფორმატით მიმდინარე პანელურ დისკუსიაში მონაწილეობს. ლიდერებს გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მასპინძლობენ.
წელს პირველად არის კონფერენციაზე ქართული პავილიონი - წარმოდგენილია თუ რა ნაბიჯებს დგამს საქართველო კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ.
"მეგაპროექტებმა, რომელიც აზერბაიჯანის მიერაა ინიცირებული უკვე შეცვალა ევრაზიის სატრანსპორტო და ენერგეტიკული რუკები. ჩვენ გვაქვს მიზეზები ვიფიქროთ, რომ მნიშვნელოვან სხვადასხვა მოთამაშეებს შორის მწვანე დღის წესრიგის ხიდების მშენებლობაში შეგვიძლია სარგებელი მოვიტანოთ. ჩვენი მწვანე დღის წესრიგი აზერბაიჯანის სხვა და სხვა რეგიონებს მოიცავს, რომლებიც უკვე გამოცხადებულია მწვანე ენერგიის ზონებად", - აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში ამბობს, რომ ბუნებრივი კატასტროფები გარემოზე ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული კლიმატის ცვლილების შედეგია, რაშიც ყველაზე მაღარლ საფასურს ღარიბი ადამიანი იხდის.
"ბუნებრივი კატასტროფები გარემოზე ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული კლიმატის ცვლილების შედეგია. აქ ყველა ქვეყანა თანაბრად ზარალდება. ეს გადაულახავი უსამართლობის ამბავია. მდიდარი იწვევს პრობლემას, ღარიბი ყველაზე მაღალ საფასურს იხდის. მეცნიერები, აქტივისტები და ახალგაზრდები ცვლილებებს ელოდებიან. მათი ხმა გაგონილი უნდა იყოს. სუფთა ენერგიის რევოლუცია დადგა. არც ჯგუფებს, არც ბიზნესებს და არც მთავრობებს ამის შეჩერება აღარ შეუძლიათ. ამავდროულად უნდა დავრწმუნდეთ, რომ დედამიწაზე ტემპერატურის მატების პროცესის შეჩერება სამართლიანი და საკმარისად სწრაფია", - განაცხადა ანტონიო გუტიერეში.