"გეგმა თუ უგეგმობა, ეს არის ახლა ოპოზიციის დღის წესრიგი," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის შეფასებით, ოპოზიციას სამოქმედო გეგმა არ გააჩნია.
"არც გეგმა აქვთ, არც უგეგმობას ეგუებიან და უკვე მოადგათ კარს ახალი წლის წინა დღეები და ამის იმედადღა არიან, რომ იქნებ საზოგადოებას, მათ შორის, მათ ამომრჩევლებს გადაავიწყდეს ის დაპირება, რაც მათ ოპოზიციამ მისცა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევთანხმდეთ, რომ ოპოზიციაში გეგმა არ არის და ამას თვითონ აღიარებენ. თქვეს, რომ ჩვენ მამუკა ხაზარაძის გარდა, გეგმა არა გვაქვსო და ახლა მამუკა ხაზარაძეს გეგმად ვერ მიიჩნევს ზოგიერთი ოპოზიციაში. გვარამიასა ვკითხოთ, როგორი გეგმა არ არის მამუკა ხაზარაძე ან ნიკა მელიას? - აქედან გამომდინარე, ეს გეგმა თუ უგეგმობა ოპოზიციაში ყოველთვის იქნება გამომდინარე მათი წინასაარჩევნო კამპანიიდან, რომელიც ჩაატარეს ლგბტ დროშით ხელში," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.