14 ნოემბერი 2024,   04:54
ვრცლად
გაფართოება გეოსტრატეგიული ინვესტიციაა, რომელიც ევროკავშირის ინტერესებში შედის - კაია კალასი

გაფართოება გეოსტრატეგიული ინვესტიციაა, რომელიც ევროკავშირის ინტერესებში შედის - ამის შესახებ კაია კალასმა ევროპარლამენტში განაცხადა.

ის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე არის წარდგენილი.

"ჩვენი მეზობლების დღევანდელი პრობლემები, ხვალ ჩვენი პრობლემები იქნება. ევროკავშირს გაფართოების შესახებ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მკაფიო შედეგები სჭირდება", - განაცხადა კალასმა.

კაია კალასმა ასევე აღნიშნა, რომ თანამდებობაზე დამტკიცების შემთხვევაში გაფართოების საკითხებში ევროკომისართან ითანამშრომლებს. კანდიდატს ევროპარლამენტში უსმენენ.

დღის ამბები