14 ნოემბერი 2024,   04:59
ვრცლად
"ვმსჯელობდით, როგორ მოვახდინოთ სისტემატიზაცია ჩვენი თანამშრომლობის, რომ შემდეგი ნაბიჯები გადავდგათ" - გიორგი ვაშაძე ოპოზიციურმა პარტიების კონსულტაციებზე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ოფისში ოპოზიციურმა პარტიებმა კონსულტაციები გამართეს - ადგილზე იყვნენ "ერთობა - ნაციონალური მოძრაობის" და კოალიცია "ცვლილებებისთვის "ლიდერები. თქვეს, რომ იყო ტექნიკური ხასიათის შეხვედრა, სადაც განიხილავენ სამომავლო გეგმებს. შეხვედრაში არ მონაწილეობდნენ გიორგი გახარიას გუნდის წევრები.

"ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიციის შეხვედრაზე იმსჯელეს, რა იქნება მათი შემდგომი ნაბიჯი.

"ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე ვიმსჯელეთ, ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფლება, როგორ ვაგრძელებთ მოქმედებას, როგორ ვურთიერთობთ ქვეყნის შიგნით მოსახლეობასთან და როგორ ვაგრძელებთ ურთიერთობას ჩვენს პარტნიორებთან. არჩევნების რეალური შედეგებით, ხელისუფლება ვართ ჩვენ. დღევანდელ სხდომაზე ვმსჯელობდით, როგორ მოვახდინოთ სისტემატიზაცია ჩვენი თანამშრომლობის, რომ შემდეგი ნაბიჯები გადავდგათ. ძალიან მალე დაინახავთ ამ ყველაფერს", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

მედიასთან ისაუბრა კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემაც.

"ვიმსჯელეთ, რა იდეებიც იყო გუშინ გაჟღერებული და ამ იდეებთან მიმართებით რა და როგორ შეიძლება გაკეთდეს. კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღეთო, რომ გითხრათ, არა, თუმცა არის რამდენიმე იდეა, რომლებსაც განვიხილავთ და რომელთა განხილვას დღესაც გავაგრძელებთ.

ერთ-ერთი, რაც შემიძლია, გითხრათ, არის, რომ ჩვენი მეგობრებისგან იყო მოწოდებული იდეა, შეიქმნას რაღაც ფორმატი, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, ჩვენთან კომუნიკაცია გაამარტივონ. იყოს ერთიანი ფორმატი და არა რამდენიმე პარტიასთან ან კოალიციასთან დაკავშირების საჭიროება, რათა გაიგონ ოპოზიციის ხედვა და გეგმები, დაელაპარაკონ, გაარკვიონ, რას და როგორ ვაკეთებთ," - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

დღის ამბები