14 ნოემბერი 2024,   05:00
ვრცლად
"ყველა პროექტი არის საფრთხის ქვეშ და მათ შორის, უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობაც" - ირაკლი ფავლენიშვილი

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა, "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ევროკავშირის ყველა პროექტი, მათ შორის, უვიზო მიმოსვლა საფრთხის ქვეშ არის. 

"არაერთხელ განგვიცხადებია, რომ არ გვსურს დაზიანდეს ქართველი ხალხი და ყველა ის ზომა რომელიც მათ დააზიანებს, ნამდვილად არ არის სასურველი. სამწუხაროდ, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის შეჩერების პროცესი შეუქცევადი იყო. რეგრესი ურთიერთობაში ნიშნავს, რომ დაღმა ჩამოვდივართ, მარტო მომავალს და აწმყოს კი არ კარგავ ამით, წარსულში რა ბენეფიტებიც მიგვიღია ქართველ ხალხს, ესეც საფრთხის ქვეშ არის. ყველა პროექტი არის საფრთხის ქვეშ და მათ შორის, უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობაც", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

დღის ამბები