03 ოქტომბერი 2024,   19:28
ვრცლად
სტიქია გურიაში

გადაუღებელემა წვიმამ გურიის მოსახლეობა დააზარალა. დაიტბორა სახლები, განადგურდა ნათესები, დაიხოცა შინაური ფრინველი. სოფელ შემოქმედში სასწავლო პროცესი შეწყდა. სოფელ ნატანებში ამ დრომდე 14 ოჯახი რაიონულ ცენტრს მოწყვეტილია. ადიდებულმა მდინარემ ერთადერთი ხიდი წაიღო.

გურიის მოსახლეობა ისევ დახმარების მოლოდინშია.

ამ დრომდე სტიქიის ზონაში რჩებიან მთავრობის წევრები. მათი განცხადებით, მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები. როდის მოხდება ზარალის დათვლა ჯერ უცნობია. გურიაში ისევ წვიმს. 

დღის ამბები