03 ოქტომბერი 2024,   19:32
ვრცლად
ქედის რაიონის მოსახლეობა მეწყერსაშიშ ზონაში მოექცა

უხვი ნალექის გამო ქედის რაიონის მოსახლეობა დაზარალდა. მდინარის კალაპოტის შეცვლას საფარიძეების მიწის ნაკვეთების დატბორვა მოჰყვა.  მეწყერსაშიშ ზონაში აღმოჩნდა ხუთი ოჯახიც. ადგილობრივებს დაუზიანდათ სათესი მიწები და დაეღუპათ საქონელი.  დატბორილ ტერიტორიაზე მობილიზებულია ტექნიკა, ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური, ადგილზე იმყოფება ქედის გამგებელიც.  

დავით დუმბაძის განცხადებით ჩამოშლილი ქანებისგან გასაწმენდია  20 ათასამდე  კუბური მეტრის ტერიტორია, სადაც უნდა ააგონ ხელოვნური ნაგებობები, რაც მდინარის ადიდების შემთხვევაში მას კალაპოტს შეუცვლის და მოსახლეობას დაიცავს. 

დღის ამბები