16 დეკემბერი 2024,   20:38
ვრცლად
დაკავებულების გათავისუფლებისა და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით დედაქალაქში რამდენიმე საპროტესტო მსვლელობა იმართება

პროტესტის მე-19 დღე თბილისში. დედაქალაქში რამდენიმე მსვლელობა იმართება.

ამ წუთებში, ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს, მანამდე ადგილზე შეკრებილები იყვნენ კურიერები, რომლებიც საქალაქო სასამართლოს მიმართულებით მსვლელობას გეგმავენ.

მსვლელობა იყო დილითაც. საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით აქციის მონაწილეების ნაწილი მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბა და ქავთარაძის ქუჩის მიმართულებით დაიძრა. ისინი იმყოფებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან, რის მერეც ისევ უკან დაბრუნდნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მოთხოვნები უცვლელია, ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება.

დღის ამბები