მმართველი გუნდი მაიდნის სცენარსა და წინასწარ გაწერილ გეგმაზე საუბრობს. მათ შორის პროფესიულ მარშებზე, რომლებიც რამდენიმე დღეა თბილისში იმართება, მათი განცხადებით, თბილისში მაიდნის სცენარები ვითარდება, რის უკანაც ერთი კონკრეტული ძალა დგას.
პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ უკვე "არასერიოზულად იქცა ყოველ დღე, სხვადასხვა პროფესიის, ასაკის, გენდერის და ა.შ. მიხედვით ღონისძიებების დაანონსება":
"არასერიოზულად იქცა ყოველ დღე, სხვადასხვა პროფესიის, ასაკის, გენდერის და ა.შ. მიხედვით ღონისძიებების დაანონსება, მაშინ როდესაც ვხედავთ, რომ ერთი და იგივე ხალხია. ვხედავთ, რომ არის ადამიანების ერთი სტაბილური რაოდენობა, რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელიც ყოველ დღე გამოხატავს თავის პროტესტს.
რაც შეეხება ოპოზიციის მონაწილეობას, ჩვენ რასაც ვამბობდით, როგორც კი ემოციები დაცხრება და მოუწევთ იმის თქმა, თუ რა უნდათ. მათი პროტესტის საფუძველი ხომ არის არჩევნებში დამარცხებით იმედგაცრუება და ეს არის მთავარი, რაც უნდა გააცნობიეროს ყველამ, ვინც ამ აქციების ორგანიზატორი თუ მონაწილეა.
ოპოზიციამ და მათმა უცხოურმა მფარველებმა შეძლეს ის, რომ ოპოზიციის მხარდამჭერებს 100%-ით დააჯერეს, რომ მათ აქვთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა, დასრულდა არჩევნები და ყველამ ჩახედა თავისთვის მწარე რეალობას თვალებში და აღმოაჩინა, რომ რაც ამ ადამიანების დღის წესრიგია, არ არის ქართველი ხალხის უმრავლესობის დღის წესრიგი," საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.