16 დეკემბერი 2024,   20:39
ვრცლად
"ეს მარშები, ისევე როგორც პროტესტი, არის თვითორგანიზებული, ოპოზიცია ძალიან აქტიურად მონაწილეობს ყველა პროტესტში" - გრიგოლ გეგელია

მმართველი გუნდი მაიდნის სცენარსა და წინასწარ გაწერილ გეგმაზე საუბრობს. მათ შორის პროფესიულ მარშებზე, რომლებიც რამდენიმე დღეა თბილისში იმართება. მათი განცხადებით, თბილისში მაიდნის სცენარები ვითარდება, რის უკანაც ერთი კონკრეტული ძალა დგას.

მმართველი გუნდის ბრალდებებს, ოპოზიციაში არარელევანტურს უწოდებენ, სადაც განმარტავენ, რომ ისინი, მარშებში მონაწილეობენ, როგორც რიგითი მოქალაქეები და რაიმე სახის არეულობისა და მსგავსი სცენარების განხორციელება მათ მიზნებში არ შედის:

"ეს მარშები, ისევე როგორც ეს პროტესტი, არის თვითორგანიზებული. ამ პროტესტს არ გააჩნია არავითარი პოლიტიკური ორგანიზება, ეს არის თვითორგანიზებული და ამიტომ არის ეს პროტესტი ასეთი ძლიერი.

ბუნებრივია, ოპოზიცია ძალიან აქტიურად მონაწილეობს ყველა პროტესტში - მე პირადად, როგორც ერთი ოპოზიციონერი, ყოველ დღე და ყოველ ღამე ვარ ჩემს საზოგადოებასთან ერთად აქ", - აცხადებს "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის"
გრიგოლ გეგელია.

დღის ამბები