16 დეკემბერი 2024,   22:46
ვრცლად
"ეს იყო მნიშვნელოვანი წარმატება და 2023 წლის ანგარიშში ბუნებრივია ეს პროგრესი არის" - თეონა აქუბარდია ტერორიზმის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე

თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა ტერორიზმის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველომ განაგრძო ურყევი ძალისხმევა კონტრტერორიზმის საკითხებში და დარჩა შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების მიმართულებით.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად, 2023 წლის ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა შეფასებულია საქართველოში განხორციელებული ღონისძიებები ტერორიზმის წინააღმდეგ. სახელმწიფო დეპარტამენტი პოზიტიურად აფასებს საქართველოს შესაძლებლობებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ კონტექსტში ხაზგასმულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, როგორც ტერორიზმთან ბრძოლის მთავარი უწყების წვლილი.

ანგარიშის თანახმად, ქვეყანამ განაგრძო მუშაობა სახმელეთო, საავიაციო საზღვრისა და საზღვაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, საერთაშორისო წვრთნებსა და შტატების ტრენინგებში მონაწილეობის გზით.

"გახარია საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ეს იყო მნიშვნელოვანი წარმატება და 2023 წლის ანგარიშში ბუნებრივია ეს პროგრესი აისახა.

"კონტრტერორისტული საქმიანობის კუთხით ყოველთვის იყო საქართველოს გამარჯვება და წარმატება. დასავლელ პარტნიორებთან ერთად, განსაკუთრებით აშშ-სთან ერთად. ეს იყო მნიშვნელოვანი წარმატება და 2023 წლის ანგარიშში ბუნებრივია ეს პროგრესი არის. ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოს ერთი მოქალაქისთვის, რომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა დავაბრუნოთ", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები