"რაც შეეხება პროფესიულ მარშებს, მარტივად შეგიძლიათ გადაახვიოთ, ნახოთ მაიდანი- 2013-2014 წლები და ზუსტად იგივე სცენარია. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი კაბინეტიდან იღებენ ეს კონკრეტული ადამიანები ამ სცენარებს და შემდეგ უზრუნველყოფენ მათ განხორციელებას," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის შეფასებით, ოპოზიცია ვერ ბედავს ქუჩაში გამოსვლას და ოფისებში არიან შემალულები.
"თავისთავად ის ფაქტი, რომ ოპოზიციის ლიდერები კვლავაც ოფისებში არიან შემალული, მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად გაკოტრებულია რადიკალური ოპოზიცია. მათ წააგეს არჩევნები, მათ წააგეს ქუჩა, ვერ ბედავენ ქუჩაში გამოსვლას, ვერ ბედავენ ზოგადად გამოჩენას. ეს ყველაფერი არის ძალიან კარგი საბოლოო ჯამში იმისთვის, რომ დასტაბილურდეს და გაჯანსაღდეს საქართველოში პოლიტიკური სისტემა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.