25 დეკემბერი 2024,   16:07
ვრცლად
თბილისის საკრებულოს სხდომაზე კახა კალაძის მოსმენას ოპოზიცია არ დაესწრო

თბილისის საკრებულოს სხდომას, სადაც კახა კალაძეს უსმენდნენ, ბოიკოტის ნიშნად არ ესწრებიან ოპოზიციონერი დეპუტატები. 

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, თბილისის საკრებულოს სხდომას მათი ფრაქცია არ ესწრება, რადგან არ აქვთ კითხვები იმ რეჟიმთან, რომელიც ადამიანებს ქუჩებში უსწორდება.

"კოალიცია "ძლიერი საქართველო" და საკრებულოში ჩვენი ფრაქცია არ იღებს მონაწილეობას ამ ფარსში. ჩვენ კახა კალაძესთან არანაირი კითხვები არ გაგვაჩნია. არ გაგვაჩნია კითხვები იმ რეჟიმის წარმომადგენლებთან, რომლებიც ადამიანებს ქუჩებში უსწორდებიან. ის კითხვები, რომლებიც არსებობს, აუცილებლად დაისმება და ეს კითხვები დაისმება საგამოძიებო ორგანოების მიერ მას შემდეგ, რაც მოხდება ხელისუფლების ცვლილება", - განაცხადა საბა ბუაძემ.

დღის ამბები