03 ოქტომბერი 2024,   19:24
ვრცლად
ქართულ ავიაბაზარზე ლიცენზიების გაცემა შეჩერებულია

11 ავიაკომპანია რესერტიფიცირების მოლოდინშია. ამ ეტაპზე საავიაციო სააგენტოს ლიცენზიების გაცემა შეჩერებული აქვს. სავარაუდოდ შეზღუდვა წლის ბოლომდე იმოქმედებს, რის შემდეგაც სერტიფიკატების მისაღებად ავიაკომპანიებს ახალი, ევროსტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ. 

ამ თემაზე საგანგებო განცხდება ეკონომიკის სამინისტრომ დღის ბოლო გაავრცელა. 

მორატორიუმის დაწესებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ქართულ ავიაბაზარზე. კომპანიების ნაწილი ფიქრობს, რომ განაცხადების მიღების შეჩერება დროული იყო, ნაწილს კი მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული შეზღუდვები პრობლემებს შექმნის.

გავრცელებული ინფორმაციით, რესერთიფიცირების გამო პრობლემები შეექმნათ მალაიზიელ ინვესტორებს, რის გამოც კომპანიამ საქართველო დატოვა.  

მალაიზიელი ინვესტორების მომართვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ ეკონომიკის სამინისტროში. უწყებაში განმარტავენ, რომ რესერთიფიცირება იკაოს მოთხოვნების შესაბამისად მოხდა, რაც უსაფრთხო ფრენებს უზრუნველყოფს.

ახალი სერტიფიკატის მიღებას ამ ეტაპზე 11 კომპანია ელოდება, რის შემდეგაც ოფიციალური ინფორმაციით, ბაზარზე შემოსვლა, სავარაუდოდ, ახალ ავიაკომპანიებსაც შეეძლებათ. 

დღის ამბები