
დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, "ჰითროუს" აეროპორტი პარასკევს, მთელი დღის განმავლობაში დაკეტილი იქნება. აეროპორტის დახურვის მიზეზი ელექტროენერგიის გათიშვაა, რომელიც ახლომდებარე ელექტრო ქვესადგურში ცეცხლის გაჩენამ გამოიწვია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აეროპორტმა, რომელიც ბრიტანეთში ყველაზე დატვირთულია, მოგზაურები გააფრთხილა, რომ უახლოეს დღეებში მომსახურების "მნიშვნელოვანი შეფერხება" ექნება და მგზავრებს მოუწოდა "არავითარ შემთხვევაში" არ იმოგზაურონ აეროპორტის მიმართულებით, სანამ ის სრულად არ გაიხსნება.
ლონდონის დასავლეთში, ჰეისში, ქვესადგურში ორი აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის შემდეგ, თითქმის 5 000 სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ხოლო მიმდებარე სახლებიდან 150 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.