23 მარტი 2025,   13:51
ვრცლად
"ჩვენს პოლიციაზე, მოსამართლეებსა და პროკურორებზე თავდასხმით და მუქარით, თქვენ ამ ქვეყანაში ვეღარაფერს გახდებით" - ერდოღანი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა 
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      სტამბოლში უკვე მესამე დღეა ქალაქის მერის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება. თურქულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე ლოკაციაზე დემონსტრანტები ბარიკადების გარღვევას შეეცადნენ, რის გამოც პოლიციამ "წიწაკის სპრეი" და წყლის ჭავლი გამოიყენა. უმეტეს შემთხვევაში აქციები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

      დემონსტრაციები იმართება დედაქალაქ ანკარასა და იზმირშიც, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეთა დასაშლელად ასევე გამოიყენა წყლის ჭავლი. მიმდინარე მოვლენებს უკვე გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით "სახალხო რესპუბლიკური პარტია", რომელსაც დაკავებული ეკრემ იმამოღლუ წარმოადგენდა, თავის ძველ ღირსებასა და სახეს კარგავს, ერდოღანი პარტიას პუტჩისტების წახალისებაში ადანაშაულებს.

      ეკრემ იმამოღლუ კორუფციისა და ტერორისტული კავშირების ბრალდებით ოთხშაბათს დააკავეს.

      "სამწუხაროა, რომ "სახალხო რესპუბლიკური პარტია" სწრაფად კარგავს თავის ყოფილ სახესა და ღირსებას. როგორც პოლიტიკური ძალა, ის თავის გზას ლეგიტიმურ საფუძველზე კი არ აგრძელებს, არამედ არალეგალურ ორგანიზაციებთან დამყარებული კავშირებით, კისრამდე ჩაფლული კორუფციით, პუტჩისტების წახალისებითა და პრობლემური დისკურსებით, სახიფათო განცხადებებით, რაც ქუჩებში ქაოსსა და ტერორს აღვივებს. ცხადია, "სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ" თავი უნდა აარიდოს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტებში შეჭრილ ბანდიტებს, არამედ მარგინალურ ჯგუფებსა და ტერორისტულ გაერთიანებებს. თუმცა, მარგინალების გულის მოგებით, ჩვენს პოლიციაზე, მოსამართლეებსა და პროკურორებზე, რომლებიც თავიანთ მოვალეობას ასრულებენ - თავდასხმით, მუქარით, სასამართლოზე ზეწოლით, დემოკრატიისა და ეროვნული ნების გამოწვევის მიზნით, უკანონო, არაეთიკური და ანტიდემოკრატიული ხერხების გამოყენებით, თქვენ ამ ქვეყანაში ვეღარაფერს გახდებით,"- აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.