03 ოქტომბერი 2024,   19:29
ვრცლად
სასაზღვრო პოლიციამ ბათუმში გემის ეკიპაჟი გადაარჩინა

ბათუმში სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა ზღვიდან ძლიერ ღელვაში მოყოლილი გემი გამოიყვანეს. შემთხვევა 29 სექტემბერს მოხდა. ბათუმის პორტის მე-11 ნავმისადგომთან მახინჯაურის საზღვაო კოლეჯის კუთვნილი 106 ტონიანი გემი ELITA შენიშნეს, რომელსაც ჩაძირვის საშიშროება ემუქრებოდა და ეკიპაჟი შველას ითხოვდა. შტორმის დროს ძლიერმა ტალღებმა გემი ELITA ნაპირიდან გაიტაცა და დინებამ ღია ზღვაში წაიღო. გემი და მის ბორტზე მყოფი ეკიპაჟის წევრები ბათუმის პორტის მე-7 ნავმისადგომთან გადაიყვანეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები