03 ოქტომბერი 2024,   19:31
ვრცლად
სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ზიანს სახელმწიფო აუნაზღაურებს

სტიქიის შედეგად დაზარალებულებს სახელმიწფო დაეხმარება. ამის შესახებ  განცხადება პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მთავრობის დღევანდელი სხდომაც ბოლო დღეებში სტიქიის შედეგად განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობით გაიხსნა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სიტუაციის შესასწავლად პირადად გაემგზავრება სტიქიის ზონაში.  

ღარიბაშვილის თქმით, გაწმენდითი სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეოობს. ანტიკრიზისული ღონისძიებების გასატარებლად აგილზე მობილიზებულია 774 ერთეული მძიმე ტექნიკა,  22 ერთეული წყლის საქაჩი ტუმბო, 2000-მდე შსს-ს თანამშრომელი და სასწრაფო დახმარების 34 ეკიპაჟი. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში დათვლილი იქნება მთლიანი ზარალი და ყველა ოჯახს, რომელიც სტიქიის შედეგად დაზარალდა, ზიანს სახელმწიფო აუნაზღაურებს.  

სტიქიის ზონაში ზარალის შემსწავლელი კომისიების მუშაობაზე ისაუბრა  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმაც და აღნიშნა, რომ აჭარაში თვითმმართველობებში შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია. გარდა ამისა,  ადგილზე მობილიზებულები არიან სამინისტროს წარმომადგენლები  და  ვითარებას სწავლობენ. მოსახლეობა მაქსიმალურად გაფრთხილებულია, რა ზომები უნდა მიიღონ საჭიროების შემთხვევაში.  

დღის ამბები