03 ოქტომბერი 2024,   19:21
ვრცლად
თბილისში ტაქსის მძღოლი დააყაჩაღეს

პოლიციამ 30 სექტემბერს ყაჩაღობის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ყაჩაღობა ვაზისუბნის ქუჩაზე დილის საათებში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა ტაქსის მძღოლი გაძარცვა. მძღოლის ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა ცივი იარაღის გამოყენებით მას 15 ლარამდე თანხა წაართვა.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ითვალისწინებს. 

დღის ამბები