03 ოქტომბერი 2024,   19:24
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა აჭარაში დაზარალებული სოფლები მოინახულა

პრემიერ-მინისტრი სტიქიის შედეგად დაზარალებულ აჭარის რეგიონში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის შედეგებსა და მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობა.

თავდაპირველად მთავრობის მეთაური ქედაში  ჩვიდა, სადაც დამეწყრილი ტერიტორია დაათვალიერა. გზის გაწმენდითი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია პრემიერს უშუალოდ საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

ირაკლი ღარიბაშვილი დაზარალებულ მოსახლეობასაც შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

აჭარის მაღალმთიანი რაიონების მონახულების შემდეგ პრემიერი ბათუმში დაბრუნდა, სადაც საგანგებო შტაბის წევრებთან გამართა შეხვედრა.  

დღის ამბები