03 ოქტომბერი 2024,   19:35
ვრცლად
„სითი პარკის“ დოკუმენტაციას აუდიტის სამსახური შეისწავლის

თბილისის ვიცე-მერის, ალექსანდრე მარგიშვილის ცნობით, კომპანია „სითი პარკის“ ფინანსურ დოკუმენტაციას აუდიტის სამსახური შეისწავლის. აუდიტორული კომპანიის შესარჩევად ტენდერი უნდა გამოცხადდეს. ამ მიზნით მთავრობამ მერიას გამარტივებული შესყიდვის უფლება მისცა, რომლის საფუძველზე შერჩეულ კომპანიასაც კვალიფიციური დასკვნის წარსადგენად 4 კვირიანი ვადა ექნება.

თბილისის ვიცე-მერის, მარგიშვილის განმარტებით, არსებული პირობებით დედაქალაქის მერია „სითი პარკთან“ ურთიერთობას აღარ გააგრძელებს.  დედაქალაქის ახალი ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება არ ემსახურება ხალხის და ქალქის ინტერესებს. 

დღის ამბები