03 ოქტომბერი 2024,   19:26
ვრცლად
ოზურგეთის რაიონს 6 მილიონი ლარის ოდენობის ზარალი მიადგა

ოზურგეთის რაიონს სტიქიის შედეგად ექვსი მილიონი ლარის ზარალი მიადგა.  ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. ნოდარ ხადურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს უკვე დაევალა სალიკვიდაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის აღნიშნული თანხის გამოყოფა.

„მთელი ღამე მუშაობდნენ შესაბამისი სამსახურები და დღეს დილის 8 საათის მდგომარეობით, ექვსი მილიონი ლარი სჭირდება ოზურგეთის რაიონში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას. აქ საუბარია ინფრასტრუქტურაზე, გზებზე და ნაპირსამაგრ სამუშაოებზე. დღეს საქართველოს მთავრობამ იმსჯელა და ჩვენ დაგვევალა ექვსი მილიონი ლარი გამოვყოთ“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ამ დრომდე არ დასრულებულა ზარალის აღწერა აჭარაში. შესაბამისად უცნობია თანხის ოდენობა, რომელსაც მთავრობა სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოყოფს.

დღის ამბები