03 ოქტომბერი 2024,   19:27
ვრცლად
პრეზიდენტის შეწყალებას 500 პატიმარი ელოდება

პატიმრების მორიგი შეწყალებისთვის მზადება უკვე დაიწყო, შეწყალების კომიისიის სხდომაზე 500 განაცხადიდან 312-ზე იმსჯელეს. თუმცა, რამდენ მათგანს გაუწევს პრეზიდენტთან რეკომენდაციას კომისია, უცნობია.

როგორც შეწყალების კომისიის თავჯდომარე ზვიად ქორიძე აღნიშნავს კომისიას მიმართეს ყველა ტიპის დანაშაულში ბრალდებულებმა, მათ შორის, შეწყალებას ითხოვენ მძიმე დანაშაულში ბრალდებული პატიმრებიც. ქორიძის თქმით, კომისიის გადაწყვეტილებით პატიმრების ნაწილს სრული შეწყალება შეეხება, ნაწილს კი პატიმრობის ვადა შეუმცირდებათ. საბოლოოდ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს, რომელსაც კომისიის წევრები უახლოეს დღეებში შეხვდებიან.

მიმდინარე წლის 31 ივლისის პრეზიდენტმა 280 პატიმარი შეიწყალა, მათგან საპატიმროები 169 ადამიანმა დატოვა, დანარჩენებს კი სასჯელი შეუმსუბუქდათ.

დღის ამბები