03 ოქტომბერი 2024,   19:21
ვრცლად
ირაკლი შიხიაშვილს თანამშრომლებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ

ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილი გურამ კუციავა ირაკლი შიხიაშვილს თანამშრომლებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. კუციავას თქმით, შიხიაშვილი თანამშრომლებს აქვეითებს და იძულებულს ხდის თავისი ნებით დატოვონ სამსახური. მისი მტკიცებით, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურს შიხიაშვილი თავისი კადრებით აკომპლექტებს.

ამ ბრალდებებს თავად შიხიაშვილი აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით კუციავა „არაადეკვატურია, ან ვიღაცის დავალებას ასრულებს“.

ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსად თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი 2014 წლის 9 სექტენმბერს დაინიშნა.

დღის ამბები