03 ოქტომბერი 2024,   19:24
ვრცლად
რეცეპტების ინსტიტუტის შემოღებაზე კვლევა ჩატარდა

რატომ გახდა აუცილებელი მედიკამენტების რეცეპტით გაცემა, კვლევა ამ თემაზე არასამთავრობო ორგნაიზაციის ”ადამიანი, კანონი, თავისუფლების” წევრებმა ჩაატარეს.

კვლევის შედეგად, ექიმის დიაგნოზის გარეშე წამლის მოხმარებამ გვერდითი ეფექტების მაღალი მაჩვენებელი გამოავლინა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რეცეპტის ინსტიტუტის შემოღებამდე  თვითმკურნალობით გამოწვეული გვერდითი ეფექტის მაღალი რისკი არსებობდა, ასევე ხშირი იყო ფარმაცავტების მიერ მედიკამენტების არამამიზნობრივად შერჩევა და  დიაგნოზის გარეშე ახლობლების რჩევით მედიკამენტების მიღება.

გარდა ამისა, მკვლევარების თქმით, ფსიქოტროპული მედიკამენტების უკონტროლო რეალიზაცია და სააფთიაქო ნარკომანია საშიშ ზღვარს აღწევს. კვლევა ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთან ურთიერთთანამშრომლობის ფორმატში ჩატარდა. 

დღის ამბები