03 ოქტომბერი 2024,   19:23
ვრცლად
პრომეთეს მღვიმე დაიტბორა

სტიქიამ პრობლემები შეუქმნა პრომეთეს მღვიმესაც. ძლიერი წვიმის შედეგად მღვიმეც და მის გარშემო ტერიტორიაც მთლიანად დაიტბორა.

როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარე, რატი ჯაფარიძე აცხადებს, მღვიმეში წყალი ბუნებრივად უნდა დაშრეს და სწორედ ამის შემდეგ შეძლებს პრომეთეს მღვიმე ვიზიტორების მიღებას.

ამ დროისთვის წყლით დატბორილი რჩება პრომეთეს მღვიმის სანაოსნო ნაწილი.

უკვე რამდენიმე დღეა, დასავლეთ საქართველოში გადაუღებელად წვიმს.

დღის ამბები