08 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
რუსეთი სირიაში მეორე ავიაბაზას ხსნის

რუსეთი სირიაში მეორე სამხედრო ავიაბაზას ამზადებს.

გავრცელებული ცნობით, სამხედრო თვითმფრინავებს ქალაქ ჰომსთან მდებარე შაირათის აეროდრომზე განალაგებენ და მათი რიცხვი 100-მდე გაიზრდება.

ახალ ბაზას სირიის სამხრეთ–აღმოსავლეთ რეგიონებში იერიშების მისატანად გამოიყებენენ.

პარალელურად რუსეთმა საჰაერო ოპერაციაში ჰაერი–ჰაერის ტიპის რაკეტებით აღჭურვილი სუ34 ჩართო.

მათი მიზანი იმ რუსული მოიერიშეების დაცვაა, რომლებიც სირიაში ავიადარტყმებს ახორციელებენ.

მოსკოვის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა პენტაგონი და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი ჰაერი–ჰაერი ტიპის რაკეტებს კოალიციის წინააღმდეგ არ გამოიყენებს.

 

 

დღის ამბები