08 ოქტომბერი 2024,   16:33
ვრცლად
მარკ ცუკერბერგს და პრისცილა ჩანს შვილი შეეძინათ

მარკ ცუკერბერგს და პრისცილა ჩანს შვილი შეეძინათ. facebook-ის დამაარსებელმა და მისმა მეუღლემ ახალშობილის ფოტოც გამოაქვეყნეს და გოგონას სახელად მაქსი დაარქვეს.

ახალბედა მშობლებმა შვილის დაბადებასთან დაკავშირებით საქველმოქმედო ფონდის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს და ამ მიზნისთვის ფეისბუკის აქციების 99 %-ს დათმობენ. ამაზეა საუბარი ღია წერილში, რომელიც წყვილმა შვილს მიუძღვნა და facebook-ზე გამოქვეყნდა.

წერილში მარკ ცუკერბერგი იმედს გამოთქვამს, რომ მსოფლიო, რომელშიც მაქსი გაიზრდება, დღევანდელზე უკეთესი იქნება. ამისათვის კი გავლენიანმა ადამიანებმა - ადამიანის პოტენციალი უნდა დააფასონ და მომავალი თაობისთვის ახალი შესაძლებლობების ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველყონ. ცნობილია, რომ შვილის დაბადებასთან დაკავშირებით, მარკ ცუკერბერგი ორი თვით დეკრეტშიც გადის.

დღის ამბები