08 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
ბრიტანეთის პარლამენტში დევიდ კემერონის ტერორიზმთან ბრძოლის სტრატეგიას განიხილავენ

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში დევიდ კემერონის ტერორიზმთან ბრძოლის სტრატეგიას განიხილავენ. დებატები თემთა პალატაში ერთი საათის წინ პრემიერმინისტრის სიტყვით გამოსვლით დაიწყო.

დევიდ კემერონი ცდილობს, კანონმდებლები დაარწმუნოს, რომ აისის-ი მთელი მსოფლიო უსაფრთხოების მთავარ გამოწვევას წარმოადგენს და ბრიტანეთი მის წინააღმდეგ ბრძოლას უნდა შეუერთდეს. ახალი სტრატეგია ფართო კოალიციაში ჩართვასა და სირიაში იერიშების დაწყებას გულისხმობს.

ინიციატივას მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ იერიშების დაწყების შემთხვევაში აისის-ი ბრიტანეთზე შურს იძიებს.

დებატების დასრულების შემდეგ თემთა პალატა დოკუმენტს კენჭისყრაზე გაიტანს. განხილვა პარლამენტში, სავარაუდოდ, კიდევ 9 საათს გაგრძელდება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები