20 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
შს სამინისტროს ახალი ინიციატივა-მართვის მოწმობების ვადა ჯარიმების რაოდენობით განისაზღვრება

შს სამინისტროს ახალი ინიციატივა-სავარაუდოდ პირველი იანვრიდან მართვის მოწმობების ვადა ჯარიმების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება. 

განცხადება ამის შესახებ დღეს შს მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ გააკეთა. 

მისი თქმით მძღოლებს 1 წლის განმავლობაში 100 ქულა მიენიჭებათ და ყოველი ჯარიმის დროს მათ ქულები დააკლდებათ შესაბამისი ოდენობით. მას შემდეგ კი რაც ქულა 0-ს გაუთანაბრდება მძღოლი ვალდებული იქნება  მართვის მოწმობის გამოცდა თავიდან ჩააბაროს.

რა სახის ჯარიმაზე რამდენი ქულა ჩამოაკლდებათ მძღოლებს ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

დღის ამბები