08 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
რეჯეპ ტაიპ ერდოღანი რუსეთს ისლამისტებთან გარიგებაში ადანაშაულებს

მოსკოვის ბრალდებების საპასუხოდ, თურქეთის პრეზიდენტი ისლამისტებთან გარიგებაში თავად რუსეთს ადანაშაულებს. რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ ნავთობით ვაჭრობაში რუსეთის მონაწილეობის მტკიცებულებას ფლობს. თურქეთის ლიდერი ირწმუნება, რომ ისლამური სახელმწიფოსგან ნავთობის უმსხვილესი შემსყიდველი გავლენიანი სირიელი ბიზნესმენია, რომელიც ასევე, რუსეთის მოქალაქე და კრემლთან დაახლოებული პირია.

ისლამისტებთან ნავთობით ვაჭრობის ბრალდება დღეს, თურქეთს ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ წაუყენა. ფედერაციის საბჭოს წინაშე ყოველწლიური მიმართვის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა სუ 24–ის ჩამოგდებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ანკარა ამ გადაწყვეტილებას არაერთხელ ინანებს.

 

დღის ამბები