08 ოქტომბერი 2024,   16:35
ვრცლად
აფეთქებას კაიროს ცენტრში 16 ადამიანი ემსხვერპლა

3-მა ახალგაზრდამ კაიროს ერთერთ რესტორანში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები შეყარა, რასაც შენობაში ძლიერი ხანძარი მოყვა. ავარიული გასასვლელის არქონის გამო,  ხალხმა ალმოდებული შენობიდან გასვლა ვერ მოასწრო. 

პოლიციელები ამ დრომდე ეძებენ თავდამსხმელებს, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდასხმას წინ უძღოდა ჩხუბი, რომელიც ახალგაზრდების ჯგუფსა და რესტორნის თანამშრომლებს შორის მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ–ერთი თავდამსხმელი ამ რესრტორანში მუშაობდა და ცოტა ხნის წინ სამსახურიდან დაითხოვეს.

დღის ამბები