08 ოქტომბერი 2024,   16:32
ვრცლად
მთიან ყარაბაღში მორიგ დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა

მთიან ყარაბაღში ისევ სროლის ხმა ისმოდა. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა, გვიან ღამით, რამდენიმე მიმართულებით გახსნეს ცეცხლი და აზერბაიჯანელი სამხედროების პოზიციებს შეუტიეს, თუმცა საპასუხო სროლის შედეგად უკან დაიხიეს.

ბაქოში აცხადებენ, რომ შეტაკებას სომხეთის მხრიდან მსხვერპლიც მოჰყვა, მაგრამ დაღუპულთა რიცხვი ჯერ-ჯერობით უცნობია. საწინააღმდეგოს აცხადებენ მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში.

დე-ფაქტო მთავრობის ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ე.წ.საზღვრის გადაკვეთა სცადეს, რასაც შეტაკება მოჰყვა. მათივე ინფორმაციით, შეტაკებას ყარაბაღელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

დღის ამბები