08 ოქტომბერი 2024,   16:33
ვრცლად
აშშ-ში შეიარაღებული პირი მოტოციკლების სარემონტო მაღაზიაში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა

თავდასხმა მოხდა ვისკონსინის შტატში. შეიარაღებული პირი მოტოციკლების სარემონტო მაღაზიაში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

სროლის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ ქალაქში სპეცოპერაცია დაიწყო. სამართალდამცველებმა მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს, ეჭვმიტანილი კი რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ დააკავეს.

გამოძიების ცნობით, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი პოლიციის ოფიცერია. 

დღის ამბები