03 ოქტომბერი 2024,   19:26
ვრცლად
ქართველი მწერლების ნაწარმოებების აუდიო-ვერსია უკვე ინტერნეტშია

წიგნების მოსმენა ნებისმიერ თქვენგანს უფასოდ შეგიძლიათ. ეროვნულმა არქივმა საიტზე 53 ნაწარმოები, მათ შორის ქართული და უცხოური ზღაპრებიც განათავსა.

ეროვნული არქივის ვებგვერდზე და ფეისბუქის გვერდზე, კიდევ 17 მწერლის 53 ლიტერატურული ნაწარმოებია განთავსებული, მათ შორის არის აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავალი“. 

 

ქართველი მწერლების ნაწარმოებების აუდიოვერსია მაგნიტურ ფირებზე საქართველოს ეროვნული არქივის საცავში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ინახებოდა. პროექტი 3 თვის წინ დაიწყო და მას შემდეგ მაგნიტური ფირების ტექნიკურად დამუშავება, ციფრული ასლების დამზადება და აუდიოვერსიების ინტერნეტსაიტებზე ატვირთვა დაიწყო. 

დღის ამბები