08 ოქტომბერი 2024,   16:35
ვრცლად
იემენში საპორტო ქალაქ ადენის გუბერნატორი მოკლეს

იემენში საპორტო ქალაქ ადენის გუბერნატორი მოკლეს. თავდასხმა მაღალჩინოსნის კორტეჟზე განხორციელდა.

ერთ–ერთი ვერსიით, გუბერნატორის მანქანას ჭურვი ესროლეს, ასევე გავრცელდა ცნობა თვითმკვლელი ტერორისტის მიერ დანაღმული ავტომობილის შეჯახების შესახებაც.

აფეთქების შედეგად, გუბერნატორთან ერთად, მისი დაცვის 6 წევრიც დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ უკვე აიღო.

დღის ამბები