08 ოქტომბერი 2024,   16:32
ვრცლად
საფრანგეთის რეგიონულ არჩევნებში ულტრამემარჯვენე ნაციონალისტები" ლიდერობენ

საფრანგეთის რეგიონულ არჩევნებში ულტრამემარჯვენე ნაციონალისტები ლიდერობენ. ეგზიტპოლების მონაცემებით, მარი ლეპენის პარტიამ 30.6 % მოაგროვა, რითიც ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის რესპუბლიკურ პარტიას გაუსწრო, რომელმაც 27%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა, პრეზიდენტ ოლანდის სოციალისტურმა პარტიამ კი მესამე ადგილი დაიკავა.

წინასწარ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ფრანგების უმეტესობისთვის აქტუალურია ტერორიზმის საფრთხე, მიგრაციის პრობლემა და უმუშევრობის დონის შემცირება.

არჩევნების მეორე რაუნდი 13 დეკემბერს გაიმართება, რის შემდეგაც საბოლოოდ გაირკვევა, გამარჯვება რომელმა პარტიამ მოიპოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები