03 ოქტომბერი 2024,   19:23
ვრცლად
ბათუმი-თბილისის რეისზე ღამის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას ითხოვენ

ბათუმში 30 სექტემბერს თბილისი-ბათუმის ღამის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. 

აქციის მონაწილეების თქმით, ღამის რეისის გაუქმებით განსაკუთრებული პრობლემები ავადმყოფებს და მოხუცებს შეექმნებათ. პრობლემები შეექმნებათ რკინიგზის თანამშრომლებსაც. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გაუქმებული რეისის თანამშრომლები სხვადასხვა მარშრუტზე გადაანაწილეს, თუმცა მათ სახლში დასაბრუნებლად მატარებელში ბილეთის შეძენა მოუწევთ.

აქციას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძეც შეუერთდა, რომელმაც საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმღვანელს კოკა გუნცაძეს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ღამის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა მოსთხოვა. დუმბაძემ უმრავლესობა 2014 წლის სექტემბერში დატოვა. 

დღის ამბები