ერთიან ნაციონალური მოძრაობის წევრებს მარნეულის საკრებულოში ფიზიკურად გაუსწორდნენ. მიზეზი მთავარი ოპოზიციური პარტიის წევრების პენსიონერებთან შეხვედრა და ხელმოწერების შეგროვება გახდა.
საკრებულოს სხდომაზე თავჯდომარის მოადგილემ, ვალერი მეტრეველმა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ რაგიმ ასკეროვს სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა, რა დროსაც ის დარბაზიდან გაიყვანეს, ხოლო დარბაზში დარჩენილ ოპოზიციონერ, გივი ქველაძეს უმრავლესობის დეპუტატი რიჩარდ გიგანი ფიზიკურად გაუსწორდა.
„მარნეულის საკრებულოს სხდომაზე თავს დაესხნენ ჩვენს საკრებულოს წევრებს, იმ მიმართვით, რომ რატომ დადიხართ პენსიონრებთან შეხვედრაზეო,“ - განაცხადა მარნეულის ოფისის ხელმძღვანელმა ახმედ იმანკურიევიმ.
ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს უკვე შეატყობინეს.