08 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
"ბულგარეთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა,"- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბულგარეთში ოფიციალური შეხვედრები გამართა. რამდენიმე საათის წინ ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის პრეზიდენტს  როსენ პლევნელიევს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის, ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის მემორიალი. 

მთავრობის მეთაური, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, სოფიაში ასევე, ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა. ტაძრის წინამძღვარი ირაკლი ღარიბაშვილს ეკლესიის ისტორიაზე ესაუბრა. 

ვიზიტის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ ჟურნალისტებთან შემაჯამებელი განცხადება გააკეთა. 

"ბულგარეთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მეგობარი სახელმწიფო და სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც ევროინტეგრაციის საკითხებში ძალიან დიდ მხარდაჭერას გვიწევს. ჩვენ ასევე გვქონდა საუბარი, როგორ უნდა განვავითაროთ, გავაძლიეროთ თანამშრომლობა ისეთ საკითხებში, როგორიც არის ჩვენი ჩართულობა აბრეშუმის გზის აღდგენის, ასევე, ირანთან ურთიერთობის საკითხებში და აზერბაიჯანთან სტრატეგიული საკითხების მოგვარებაში. ყველა ვთანხმდებით, რომ საჭიროა ამ თანამშრომლობის გაღრმავება,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ავტორი:ანა წერეთელი 

დღის ამბები