08 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
სირიაში ამბოხებულებმა ქალაქ ალეპოზე საარტილერიო შეტევა განახორციელეს

სირიაში ამბოხებულებმა ქალაქ ალეპოზე საარტილერიო შეტევა განახორციელეს.

გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი ჭურვი რუსეთის საელჩოსთან ახლოს აფეთქდა, დაიღუპა სამი ადგილობრივი მცხოვრები.

სირიის ხელისუფლება კი საერთაშორისო კოალიციას სამთავრობო ძალების პოზიციების დაბომბვაში ადანაშაულებს.

ასადის რეჟიმის მტკიცებით, ავიაიერიში დეირ ალ ზურში, არმიის ბანაკზე მიიტანეს, რის შედეგადაც სამი სირიელი სამხედრო დაიღუპა.

დამასკოს ბრალდებას საერთაშორისო კოალიცია უარყოფს და აცხადებს, რომ შეტევა ამ რაიონში საერთოდ არ განუხორციელებია.

 

 

დღის ამბები