08 ოქტომბერი 2024,   16:34
ვრცლად
ვენესუელაში სოციალისტების მმართველობის ხანა სრულდება

ვენესუელაში სოციალისტების მმართველობის ხანა სრულდება. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პირველად საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა.

კონსერვატორებისა და ცენტრისტების ალიანსი საკანონმდებლო ორგანოში სავარაუდოდ 112 ადგილს დაიკავებს. სოციალისტებს კი მხოლოდ 50–მდე მანდატი ერგებათ.

დამარცხება აღიარა ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ და შედეგებს "არასასიამოვნო" უწოდა.

ოპოზიცია იმედოვნებს, რომ ეს გამარჯვება მათ საშუალებას მისცემს პოლიტპატიმრები გაათავისუფლონ და გარკვეული ცვლილებები შეიტანონ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელთა დანიშვნის პროცედურაში.

ეს არჩევნები ყველაზე დიდი მარცხი აღმოჩნდა ვენესუელის სოციალისტური მოძრაობისთვის, რომელიც ქვეყნის ყოფილმა ლიდერმა უგო ჩავესმა 1999 წელს დააფუძნა.

დღის ამბები