08 ოქტომბერი 2024,   16:35
ვრცლად
აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი უკრაინის ხელისუფლებას კორუფციის დამარცხებისკენ მოუწოდებს

ჯო ბაიდენი უკრაინის ხელისუფლებას კორუფციის დამარცხებისკენ მოუწოდებს და რუსეთს მინსკის შეთანხმებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

შეერთებული შტატების ვიცე–პრეზიდენტმა ამ თემაზე კიევში პრემიერ–მინისტრთან შეხვედრაზე ილაპარაკა. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად მთავრობამ რეფორმების გატარება უნდა გააგრძელოს და გაამრთლოს ის მსხვერპლი, რომელიც ხალხმა მაიდანზე გაიღო.

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისსაც შეეხო. ბაიდენის განცხადებით, რუსეთი არ ასრულებს მინსკის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს, თუმცა რუსული აგრესიის დასაძლევად კიევმა, თავის მხრივ, ამ დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს.

დღის ამბები