08 ოქტომბერი 2024,   16:33
ვრცლად
რუსული მედიის ინფორმაციით, ISIS-მა სირიაში რუსეთის 5 მოქალაქე სიკვდილით დასაჯა

ისლამური სახელმწიფოს წევრებმა ჩეჩენ აგენტთან ერთად სირიაში სიკვდილით კიდევ 5 რუსი დასაჯეს.

ამ ინფორმაციას რუსული მედია ჩრდილოეთ კავკასიის ძალოვან უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ტერორისტული ორგანიზაციის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ხუთი მოქალაქე ჯაშუშობაში დაადანაშაულა და მათ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

ვარაუდობენ, რომ ისინი მას შემდეგ მოკლეს, რაც ტერორისტებმა ჩეჩენ აგენტს, მაგომედ ხასიევს, თავი მოკვეთეს.

მაღალჩინოსნები ჯერჯერობით არ ფლობენ ინფორმაციას მოკლულთა ვინაობის შესახებ და მათ იდენტიფიკაციაზე მუშაობენ. 

 

 

დღის ამბები